Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში დახმარებას ითხოვენ-უცნობი პირები ავტომობილების მინებს ამსხვრევენ

თარიღი : 25-01-2022, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში ავტომობილების გაქურდვის ფაქტები გახშირდა.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, დილით მანქანების მინები ჩამსხვრეული ხვდებათ. მათივე თქმით, მსგავსი ფაქტები ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე ხდება.

“ბოლო დროს ქალაქში ძალიან გახშირდა მანქანებზე მინების დამსხვრევა და დაზიანება! გუშინ ღამე მსგავსი ფაქტი მოხდა ჩემი ბინის წინ კოლხეთის ქუჩაზე, დააზიანეს ორი მანქანა. იგივე უბანში ჩემს ბინასთან ახლოს დააზიანეს 4 მანქანა. მსგავსი ფაქტი მოხდა გურამიშვილის ქუჩაზე, აიას სანატორიუმის ეზოშიც (ეს რაც გავიგე). შესაძლოა სხვა უბანშიც დააზარალეს ვინმე. ვისაც ავტოფარეხი არ გვაქვს, იძულებული ვართ მანქანა ეზოში დავტოვოთ და მსგავსი ფაქტის შემდეგ დაცული ნამდვილად ვერავინ ვერ ვიქნებით. იმედი მაქვს სათანადო რეაგირება მოყვება ამ ფაქტს და მსგავსი რამ აღარ განმეორდება,”-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაზარალებული მძღოლები ვარაუდობენ, რომ ავტომობილების დაზიანება მათი გაქურდვის მიზნით ხდება.

ამინდი