Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შემთხვევაში ჩაითვლებით ვირუსგადატანილად ტესტის გაკეთების გარეშე?

თარიღი : 25-01-2022, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და შესაბამისად, "კოვიდ ბარათსაც" მიიღებს.

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტი სამინისტრომ დაუშვა:

"სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში "მწვანე პასპორტისთვის" ან მოგზაურობისთვის", - აცხადებს გამყრელიძე. 

2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შედიან. 

მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი