ხარაგაულის სოფელში, სოფლისგან მოშორებით მარტო მცხოვრებ ქალბატონს მერმა თხოვნა შეუსრულა
თარიღი : 23-01-2022, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის სოფელ ჭარტალში, სოფლისგან მოშორებით, განმარტოებით მცხოვრებმა ქალბატონმა, მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდის საშუალებით დახმარება ითხოვა.
ქალბატონი უშუალოდ მერს სთხოვდა, მის სახლამდეც გაკვალულიყო თოვლი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გარესამყაროსთან კონტაქტი ჰქონოდა და არ დაბრკოლებულიყო.
“დღეს, დიდი წვალებით მასთანაც მივედით. ეს სამახსოვრო ფოტო იზო ბებოსთან მერის წარმომადგენელმა სპარტაკ ლაცაბიძემ გადაიღო,”-წერს ხარაგაულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ინგა ბერაძე.