Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, საცურაო აუზზე უცხოელების შესვლა გააპროტესტეს

თარიღი : 22-01-2022, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საცურაო აუზის მომხმარებლებმა აუზზე უცხოელი სტუდენტების შესვლა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც აუუზზე სტუდენტები თავიანთი ტრადიციული სამოსით შევიდნენ, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ტერიტორია დატოვეს.

მომხდარის შესახებ საცურაო აუზ “ცისფერი ლაგუნა”-ს მფლობელი წერს.

“საქართველო მრავალკულტურული და მრავალეთნიკურია. არასდროს არავის შეუბღალავს სხვა ეროვნების ადამიანის ღირსება, რელიგია, კულტურა. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ჩვენს ქვეყანას მეორე სამშობლოდ სხვა ერის ღირსეული შვილები.

ნახევარი საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია სამუშაოდ გასული და ჩვენ გვინდა, რომ ისინი ღირსეულად შრომობდნენ იმ ქვეყნებში.

და ამის ფონზე ჩვენს ქალაქში სასწავლებლად ჩამოსური რამდენიმე ათეული სტუდენტის ატანა არ გვაქვს. მათი გადახდილი ფული ხომ ისევ ჩვენი ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას ხმარდება.

გუშინ რამდენიმე უცხოელმა ახალგაზრდამ ერთჯერადად საცურაო აუზში შესვლა ითხოვა, შვიდნი იყვნენ.

მე მრცხვენია იმ ადამიანების მაგიერ, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტა. გაგულისებულებმა დატოვეს აუზი. რამ გაგაბოროტათ ასე, როდის ყოფილა საქართველო სტუმარს, უცხოელს უდიერად და შეურაცხმყოფელად მოქცეოდა?

ჩვენი საცურაო კოსტუმი თუ ნახევრად შიშველ (თუ უფრო არა) მდგომარეობაში აუზში ჩასვლის საშუალებას გვაძლევს,იმათ რატომ არ აქვთ თვიანთი ტრადიციული საცურაო კოსტუმით წყალში ჩასვლის უფლება? რითი ვჯობივართ-სიშიშვლით?

დიდი ბოდიში მავანთან, მაგრამ ვერასდროს გავხდები ადამიანების დაყოფის მომხრე კანის ფერით, რელიგიური მრწამსით, სქესის მიხედვით. ჩვენ ვაშენებთ ღია, სამოქალაქო, დემოკრატიულ საზოგადოებას და ვისაც ამის მიმღებლობა არ გაგაჩნიათ, საზოგადოებრივი მოხმარების ობიექტზე არ უნდა მობრძანდეთ,”-ამბობს ლალი აბაშიძე.


ნანახია: 292-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისში ახალი საცურაო აუზის არსებობა აუცილებელია.