Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, 104 წლის ქალი ზესტაფონიდან

თარიღი : 21-01-2022, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სოფელ შროშაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი დარეჯან სამხარაძე 104 წლის გახდა.

ქალბატონს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დარეჯან სამხარაძემ სამ ათეულ წელზე მეტი იმუშავა შროშის საშუალო სკოლაში და არა ერთი თაობა აღზარდა; ქალბატონი დარეჯანი რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი გახლავთ. ზურგში თავდადებული მუშაობისთვის არა ერთი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული. მისი მეუღლე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი ჰყავს. საუკუნეს გადაცილებული ვეტერანი, ჯანმრთელობის მიუხედავად, მხნეობას არ კარგავს.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ომის ვეტერანი ქალბატონი მარგალიტა კახიძე 99 წლისაა. მას 8 მარტის აღსანისნავად ტკბილეული და ფულადი საჩუქარი გადასცეს.