Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შქმერის კანიონს უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი რაჭაში,’-რას ითხოვენ სოფელ შქმერში?

თარიღი : 21-01-2022, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონის სოფელ შქმერში არსებული კანიონისათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

ბუნების ძეგლი შქმერში, მდინარე ხეორზე მდებარეობს. კანიონი დღემდე არ არის შესწავლილი და მას არ აქვს მინიჭებული სპეციალური სტატუსი.

“საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება.

საქართველოს დაცული ტერიტორიების 2019 წელს, ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ, 1.2 მილიონ ვიზიტორს მიაღწია, ეკოტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 11.5 მილიონი ლარი შეადგინა.

შქმერის კანიონს უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი რაჭაში.
მის უნიკალურობას თავბრუდამხვევი ბუნებრივი სილამაზე წარმოადგენს, რომელიც ბევრისთვის დღემდე უცნობია.

მანგანუმის მოპოვების პირობებში შეუძლებელი გახდება შქმერისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლების დაცვა.

წიაღისეული მოპოვებისთვის დაგეგმილი სამუშაოები მაგალითად : საბურღი მოედნების მოწყობა, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა. უდიდეს საფრთხეს უქმნის უნიკალურ კანიონს და მდინარე ხეორს. რადგან იგი გამოიწვევს მათ დაზიანებს და მთლიანი ხეობის დაბინძურებას.

ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანია რეგიონისა და სოფლის სწორი, ჯანსაღი განვითარება, რომელიც პირდაპირ გულისხმობს რაჭის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მანგანუმის მოპოვებით მიღებული შემოსავალი, იოლი გზით მოპოვებული ფული ეს არის ერთჯერადი შემოსავალი დიდი დანაკარგებით,”-აცხადებენ სოფელ შქმერში.


ნანახია: 229-ჯერ

მსგავსი სიახლეები