Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ხარაგაულის მერი რჩება მოქალაქეებთან უწყვეტ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათთვის დახმარების და მომსახურების გაწევა”

თარიღი : 21-01-2022, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი უშუალო კონტაქტზე იმყოფება თითოეული სოფლის წარმომადგენელთან და პრიორიტეტების მიხედვით ხდება გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა და დავალებების გაცემა.

ღამის განმავლობაში ა(ა)ი.პ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება" - ს მიერ გაიწმინდა ხარაგაული- ძირულის დამაკავშირებელი გზა, დაბა ხარაგაულის ქუჩები, პატარა ხარაგაულის და თეთრაწყაროს ცენტრალური და სკოლამდე მისასვლელი გზა.

ამჟამად სპეციალური ტექნიკა სოფელ მოლითში და ხარაგაული-კიცხის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მუშაობს.

“დღეს ცენტრალური სასოფლო გზები გაიწმინდება ბაზალეთში, ფარცხნალში, მარელისში, ბაბსა და ლეღვანში. გაიწმინდება ასევე საქარიქედი - იგორეთი - ბორის დამაკავშირებელი გზა, სოფელ კიცხის შიდა საუბნო გზები. მობილიზიბულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

ხარაგაულის მერი რჩება მოქალაქეებთან უწყვეტ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათთვის დახმარების და მომსახურების გაწევა,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 408-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი