ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
თარიღი : 18-01-2022, 21:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, კერძოდ, 31 საჯარო სკოლის წინ, გაზის გამანაწილებელ სადგურთან გაზის მკვეთრი სუნი დგას, ხოლო თავად სადგური ადგილობრივების აზრით, ხარვეზით მუშაობს.
“სადგური ხრიგინებს და გვერდს ვერ ჩაუვლი ისე, რომ გაზის სუნი არ იგრძნობოდეს.
ყოველდღიურად ხმაც უფრო და უფრო იმატებს და თავისთავად, სუნიც…
1 თვის წინ დავრეკეთ socar-ში და ყურადღება არ მიაქციეს, გთხოვთ ახლა მაინც მოახდინეთ რეაგირება,”-ამბობს მოსახლეობა.