Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისში ამ დროისთვის ე.წ. ცხელი წერტილი არ გვაქვს”

თარიღი : 17-01-2022, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალური სერვისები” მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს.

კომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, ქალაქში გაწმენდილია სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი და საფეხმავლო გზები, ასევე, მიმდინარეობს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა.

“ინტენსიური ნალექის გამო ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" დილიდან განაახლა ქალაქის მასშტაბით გზების გაწმენდის სამუშაოები. სხვადასხვა ლოკაციებზე სპეცტექნიკა და თავად ცოცხალი მუშა ხელი, უწყვეტი სამუშაო ციკლის პირობებში მაქსიმალურდ ცდილობას ქუთაისში გადაადგილება იყოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

მონიტორინგის სამსახური აწარმოებს ქალაქის პატრულირებას და მოცემულობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს. სამუშაოები ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ისეთ ადგილებზე, რომელიც რელიეფური თვალსაზრისით შედარებით რთულად მისასვლელ მონაკვეთებს წარმოადგენენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში ე.წ. ცხელი წერტილი
არ გვაქვს,”-ამბობს “სპეციალური სერვისები”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.


ნანახია: 261-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზამთარს მომზადებული ხვდებიან.
გზების გაწმენდით სამუშაოებში სპეც. ტექნიკასთან ერთად ცოცხალი მუშა-ხელიცაა ჩართული.