Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში თურქეთიდან მედიკამენტები იაფად შემოვა

თარიღი : 17-01-2022, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც შემოვა მაღალი ხარისხის წამლები, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

„მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, რომ საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გახსნილიყო თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვნად და სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, - ირაკლი ღარიბაშვილი


ნანახია: 197-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ფარმაცევტული ბაზარი ჯერაც დაურეგულირებელია, შედეგად მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სავსებით სამართლიანად
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას (15 მარტი, №598), რომლის თანახმად, დროებით, პირველ

ამინდი