ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა
თარიღი : 17-01-2022, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა.
თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სპორტსმენმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
თბილისში გამართული შეჯიბრების ფინალში სანდრომ რუსი მოფარიკავე იბრაგიმოვი 15:8 დაამარცხა და პირველად გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული. აქამდე, მსოფლიო თასის ეგიდით სანდრო ბაზაძეს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები ჰქონდა მოგებული.
თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე სანდრომ ფინალამდე სამხრეთ კორეელი ჯუნჰო კიმი 15:7 დაამარცხა. მეოთხედფინალში კი იტალიელ ჯოვანი რეპეტის 15:10 მოუგო. ნახევარფინალში, ქართველმა მოფარიკავემ ფრანგი ბოლად აპიტი დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი, როგორც აღვნიშნეთ, რუსი მოფარიკავე დაამარცხა.