Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის გადაწყვეტილებით, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ტრანსპორტის პრობლემა მოუგვარდება

თარიღი : 14-01-2022, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ხარაგაული-მოლითის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

„მოლითისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს ტრანსპორტზე ხელმიუწვდომლობა. მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნები, სწორედ ამიტომ ხარაგაულის მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რაც ვფიქრობ ამ ხეობის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

მარშუტი კვირის განმავლობაში სამი დღე მოემსახურება მგზავრებს და შემდეგ სოფლებს გაივლის: საღანძილე, დიდვაკე, სადგურ მარელისი, ვახანის წყალი, ბაბი, მოლითი.

მიკროავტობუსი ხარაგაულიდან მოლითის მიმართულებით 8:00 საათზე, ხოლო მოლითიდან ხარაგაულის მიმართულებით 14:00 საათზე იმოძრავებს.

მგზავრობის მაქსიმალური ღირებულება 1 ლარი იქნება.

წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება.

მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 000 ლარს შეადგენს.


ნანახია: 182-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში

ამინდი