ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვებია
თარიღი : 13-01-2022, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შეზღუდვებია ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.