Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელში ჰესის მშენებლობა იგეგმება

თარიღი : 13-01-2022, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელში, 4-დან 5 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იგეგმება.

როგორც კონსტანტინე ცირეკიძე ამბობს, მინიჰესის მშენებლობა სოფელ მელაურში იგეგმება და მას ქართველი ეროვნების პირები დააფინანსებენ.

“ეს ჩვენი ახალი ბიზნეს პროექტია, მინი ჰესი წყალტუბოს რაიონში. 4-დან 5 მეგავატამდე გამომუშავებული ენერგიით. ჩვენ უკვე მოვითხოვეთ ლიცენზია და სხვა ბიუროკრატიული დეტალები ეკონომიკის სამინისტროდან და ველოდებით პასუხს.

ასევე, საინტერესო იქნება ხალხის აზრი. აქაც რაიმე საშიშროებას ხომ ვერ ხედავთ წალეკვის ან რაიმე მაგდაგვარი?

პროექტს მთლიანად ქართველი ეროვნების ადამიანები დააფინანსებენ და მიღებული ენერგია მთლიანად მოემსახურება და მოხმარდება ქართული ენერგოეფექტურობის გაზრდას.

მდინარე სემი 14 -კილომეტრიანი მცირე ზომის მდინარეა და მისი 90% მთებში და კლდეებშია მოქცეული, დასახლებული ადგილებიდან მოშორებით,”-ამბობს კონსტანტინე ცირეკიძე.


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ თემას ქუთაისში, ესპანელი ფოტოგრაფის მიერ მოწყობილი გამოფენით გამოეხმაურნენ.
სოფელი დღნორისა და საჩხეური განსაკუთრებული ისტორიით და ხასიათით გამოირჩევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლებს შორის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ქუთაისის მერი ქალაქში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების

ამინდი