Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სათნოების სახლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თარიღი : 13-01-2022, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ა(ა) იპ ,,სათნოების სახლის" დირექტორად თამარ შავიძე დაინიშნა.

სათნოების სახლის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.

“მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით სათნოების სახლის დირექტორად თამარ შავიძე დაინიშნა. ვფიქრობ, ის ჯეროვნად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და რაც მთავარია, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბენეფიციარებთან, ორგანიზაცია გახდება უფრო მოქნილი და კმაყოფილების ხარისხი გაიზრდება.
პიროვნების შეცვლა კი არ არის მნიშვნელოვანი, მიდგომები უნდა შეიცვალოს. მაქსიმალური კონტროლი იქნება მერიის მხრიდან, რადგან, ზოგადად და მითუმეტეს პანდემიის დროს, ასეთი სოციალური სერვისის გამცემი ორგანიზაციის მუშაობა აუცილებელია ეფექტური იყოს,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ორგანიზაციის ავტორიტეტი. ჩემი მცდელობა იქნება უფრო ეფექტური გახდეს ორგანიზაციის საქმიანობა. მერიასთან კოორდინირებული მუშაობით ვეცდებით გვქონდეს სიახლეებიც და უფრო მეტ შეჭირვებულ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი მომსახურეობა,”-ამბობს სათნოების სახლის ახალი ხელმძღვანელი.

თამარ შავიძეს დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,გორგასალი“ , სპეციალობით სტომატოლოგია.

იგი 2014 წლიდან - 2018 წლამდე ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“- ში შესყიდვების სპეციალისტად, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მუშაობდა.


ნანახია: 130-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში განთავსდა. უფასო სასადილო ამ დრომდე ნაქირავებ ფართში იყო განთავსებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში გადადის.

ამინდი