Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ცხვებოდა კაცის სახის საახალწლო კვერი, რომელსაც ღმერთს უძღვნიდნენ,’-როგორ აღინიშნებოდა ძველი წელი?

თარიღი : 13-01-2022, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძველით ახალ წელთან ბევრი საინტერესო ტრადიციაა დაკავშირებული, რომელთაგან ერთ-ერთი ბასილაკვერის ტრადიციაა.

ბასილი, ბასილა იყო ნახევრად წარმართული ღვთაება, რომელშიც შერწყმულია ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწის ბასილი დიდისა და „დიდ ღმერთად“ წოდებული ქართული წარმართული ღვთაების, იგივე ბოსელის კულტი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ ორი კულტის დაახლოება-შერწყმა სახელთა მსგავსების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ბასილას ანუ კაც-ბასილას უწოდებდნენ კაცის სახის საახალწლო კვერს, რომელსაც დიდ ღმერთს უძღვნიდნენ.

ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო“. მას ახალ წელიწადს წყალსაც ასხურებდნენ ან წყალკურთხევა დღეს მდინარეში ასველებდნენ. ასეთსავე კვერებს აცხობდნენ კახეთსა და ჯავახეთში.
ზოგჯერ ბასილა გამოსახული იყო მრგვალი კვერის ზედაპირზე. ამიტომ ამ კვერსაც ბასილა ეწოდებოდა.

რაჭის ზოგიერთ სოფელში საახალწლოდ „კაც-ბასილად“ წოდებული მრგვალი პურები ცხვებოდა, რომელთაგან ყველაზე დიდი მზის სიმბოლური ნიშნით - რკალებით - იყო აჭრელებული და მას „კერია-ბერია“ ერქვა.

საგულისხმოა, რომ კვერს, რომელიც ბოსლობა საღამოს ცხვებოდა საქონლის მისალოცავად, მთის რაჭაში ბასილი ჭიჭყნია ეწოდებოდა.

სამეგრელოში ბასილას ეძახდნენ გრძელსა და ვიწრო კვერს, რომელსაც წმ. ბასილის სახელზე საახალწლოდ აცხობდნენ ღორის ქონით შეზავებული ხორბლის ან ჭვავის ფქვილისგან. ამ კვერს ფშავსა და ხევსურეთში ცვლიდა კაცთა - ადამიანთა - სახელზე გამომცხვარი ბედისკვერა ფშავში და სამეკვლეო კვერზე — კაცისა და ქალის სიმბოლური გამოსახულება ხევსურეთში.

ბასილაკვერი თუშეთშიც იყო გავრცელებული. მას ახალწლის ღამეს დებდნენ საახალწლო სუფრაზე, რომელზედაც ეწყო ასეთივე სიმბოლური ნამცხვრები: ცხენის ნალი, ცხვრისა და ძროხის ცური, ხარის რქა, ნამგალი, სახრე და სხვა.

წყარო: ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა
ბაგრატის საკათედრო ტაძარში მეუფე კალისტრატემ დღეს წირვა აღავლინა და საახალწლო პარაკლისი გადაიხადა.

ამინდი