Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში შესაძლოა ომიკრონის შტამი დომინანტი გახდეს

თარიღი : 13-01-2022, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში ყოველდღიურად 1200-მდე ადამიანი იცრება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე ამბობს, ვაქცინაციის ტემპი რეგიონში გაზრდილია, თუმცა გიორგიძე აქვე აღნიშნავს, რომ ზრდა არა პირველადი, არამედ მეორადი ვაქცინაციისა და ბუსტერდოზის გაკეთების ხარჯზე ხდება.

გოჩა გიორგიძე იმასაც ამბობს, რომ რეგიონში დადასტურებული ვირუსის შემთხვევებიდან 35-40% ომიკრონის შტამზე მოდის.

“თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ კვირაში ომიკრონი დომინანტი გახდება. რაც შეეხება კლინიკების რაოდენობას, თავისუფალი საწოლები მობილიზებულია და ამ კუთხით რეგიონში პრობლემა არ გვაქვს,”-ამბობს გოჩა გიორგიძე.

ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი