Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიახლე ხარაგაულში-მოქალაქეები ჯანდაცვის ცენტრში ფაიზერით ვაქცინაციას შეძლებენ

თარიღი : 13-01-2022, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის, იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის, ერთობლივი აქტიური მუშაობით, სულ მალე ფაიზერით აცრა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაშიც იქნება შესაძლებელი.

როგორც ჩვენთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე განმარტავს, მოხდა კლინიკის ორი მედპერსონალის გადამზადება.

ფაიზერით ვაქცინაცია რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ორშაბათობით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ცენტრის ძალისხმევით, თვეში ერთხელ ხარაგაულში ჩამოდის სპეციალური ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს ფაიზერით აცრას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არსებული ვაქცინით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

12 იანვარს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში, ფაიზერის ვაქცინის ბუსტერ დოზით 59 ადამიანი აიცრა. ვაქცინაცია ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის ექიმებმა განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის წახალისების 200 -ლარიანი პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამით სარგებლობა 50 წლისა და უფროსი ასაკის მოქალქეებს შეუძლიათ და თანხა მათ ავტომატურად ჩაერიცხებათ.


ნანახია: 140-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი