Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ წყვილებს და რას გვირჩევს ფსიქოლოგი პრობლემის გადასაჭრელად?

თარიღი : 12-01-2022, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პანდემიურმა პერიოდმა უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების გარკვეული ნაწილის მდგომარეობაზე და პრობლემური საკითხების გააქტიურება გამოიწვია. აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა წყვილების მიერ ფსიქოლოგთან მიმართვიანობაც.

“პანდემიის პერიოდმა, განსაკუთრებით კი დასაწყისმა, როდესაც მოულოდნელად მოგვიწია ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება, ბუნებრივია ყველაფერზე თავისი კვალი დატოვა. ადამიანების უმრავლესობას შეეცვალა ჩვეული დღის წესრიგი, ამას დაემატა დაავადების მიმართ შიშის გამო, შეცვლილი ფსიქოემოციური მდგომარეობა. შეიცვალა ბევრი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობაც. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახა ბევრი ოჯახის შიდა ურთიერთობებზე. ამ შემთხვევაში რაც შეეხება კონკრეტულად წყვილებს, გაიზარდა კონფლიქტური სიტუაციები. ეს ყველაზე მეტად შეეხო იმ წყვილებს, რომელთაც რიგ საკითხებში შეიძლება მანამდეც ჰქონდათ პრობლემა,”-ამბობს ფსიქოლოგი მირანდა კალატოზი.

ფსიქოლოგის თქმით, მძლავრმა სტრესულმა სიტუაციამ უფრო მეტად გაამწვავა და გაააქტიურა ძველი პრობლემური საკითხები. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ოჯახური კონფლიქტის შემთხვევაში, გასულ წლებში ძირითადად ქალბატონების მხრიდან იყო მომართვიანობა, ბოლო პერიოდში კი ტენდენცია შეიცვალა და ამჯერად სპეციალისტს დახმარებისთვის მხარეები ერთობლივად მიმართავენ.

“ასეთ დროს და ზოგადად ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციაში მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რა არის პრობლემა, რის წინაშე ვდგევართ და აქცენტი გავაკეთოთ მის მოგვარებაზე, სხვა ადეკვატური გამოსავლის მოძიებაზე და არა ერთმანეთს ,,ვებრძოლოთ". ზოგადად ასევე მნიშვნელოვანია: მოვუსმინოთ ერთმანეთს, მივცეთ საშუალება გამოვხატოთ საკუთარი აზრი, აუცილებელია არ გამოვიყენოთ შეურაცხყოფისშემცველი სიტყვები. სტრესის შესამცირებლად სასურველია გამოვიყენოთ: სპორტული აქტივობა, წიგნის კითხვა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან და ახლობლებთან კონტაქტის შენარჩუნება, ასევე დავკავდეთ ინდივიდუალურად თქვენთვის, ადეკვატური და სიამოვნების მომტანი აქტივობებით.

თუ ზოგადი რეკომენდაციებით და საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ფსიქოლოგთან მომართვიანობა გაზრდილია,”-ამბობს მირანდა კალატოზი.


ნანახია: 161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის თანახმად, შუახნის ასაკის კრიზისზე მოდის გაყრის, ნერვული პრობლემებისა თუ სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა.
'კლინიკა ბომონდი'-ს მეან-გინეკოლოგი ნინო რამიშვილი იმ საკითხებზე გვესაუბრება, რასაც ქალმა და მამაკაცმა ყურადღება დაოჯახებამდე,

ამინდი