Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომელიც ხარაგაულის მერიამ საკონკურსოდ მოამზადა

თარიღი : 12-01-2022, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში დასაფინანსებლად შემდეგ პროექტებს წარადგენს:

სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია;

ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

“2021 წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა-სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა.

ხუნევის ბაღის მშენებლობისათვის უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. პროექტის ღირებულება 619 170 ლარია. ,,დევების“ რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც 282 000 ლარით დაფინანსდა, მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

აღნიშნული საკითხი დღეს განსახილველად ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა.

ბიუროს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.

საკითხს საკრებულო, 13 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღება იმერეთის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოხდება.


ნანახია: 126-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი