Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როდის არის სწორი დრო წყლის დასალევად და რისგან გვიცავს წყლის მიღება?

თარიღი : 10-01-2022, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
რამდენი ადამიანი არ სვამს წყლს, არ იღებს სითხეებს ძილის წინ, რათა არ მოუწიოთ ღამე ადგომა მოსაშარდავათ. ახალი მიდგომებით ადამიანს ჭირდება რაღაც მინიმუმი წყლის რაოდენობისა, რათა გამოიტანოს ტოქსინები ორგანიზმის გარეთ , მაგრამ ახალი ის არის რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის დალევის სწორ დროს.

სასმელი წყალის მიღება განსაზღვრულ დროს აძლიერებს მის მოქმედებას.

2 ჭიქა წყალი გაღვიძებისას –ააქტივებს შინაგან ორგანოებს
1 ჭიქა წყალი სადილამდე 30 წუთით ადრე ეხმარება საჭმლის მონელებას
1 ჭიქა წყალი აბაზანის მიღებამდე ეხმარება დაბალი წნევის დროს, რათა ადამიანმა გონება არ დაკარგოს
1 ჭიქა წყალი დაძინებამდე ეხმარება თავიდან ავიცილოთ გულის შეტევა და ინსულტი.

წყლის დალევა ძილის წინ ასევე ეხმარება, რომ არ მოხდეს ფეხის კუნთების კრამპი (მტკივნეული შეკუმშვა).

გულის შეტევის უმეტესობა ხდება დღისით დილის 6 საათსა და შუადღეს შორის, თუ გულის შეტევა ხდება ღამით, როცა გული ყველაზე დასვენებულ მდგომარეობაშია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ხდება რაღაც უჩვეულო. პროფესორმა ვირენ სომერსმა და მისმა კოლეგებმა, რომლებიც ათწლეული მუშაობდნენ ამ პრობლემაზე დაამტკიცეს, ღამე ინფარქტის განვითარების მიზეზი ძირითადად ძილის აპნოეა.

თუ თქვენ იღებთ ასპირინს დღეში 1 ჯერ, ჯობია ის მიიღოთ ღამით–მიზეზი: ასპირინს აქვს 24 საათიანი „ნახევრად დაშლის პერიოდი“ და რადგან გულის ინფარქტი ძირითადად ხდება დილის საათებში, ასპირინს ამ დროისათვის ექნება ყველაზე ძლიერი მოქმედება.

ინფორმაციისთვის: ასპირინი დიდხანს არის ხოლმე თქვენ სამედიცინო ყუთში, შეიძლება წლების განმავლობაშიც კი (როდესაც ძველდება, ასდის ძმრის სუნი) წაიკითხეთ მოქმედების ვადა და თუ გასული აქვს აუცილებლად გადააგდეთ.

ფირმა „ბაიერი“ აკეთებს კრიტალურ ასპირინს, რომელიც სწრაფად იხსნება ენაზე შეხებისას, და უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ტაბლეტები. ასპირინი აუცილებლად უნდა გქონდეთ საწოლის გვერდით. ტკივილის გარდა გულის არეში, ინფარქტზე შეიძლება მიუთითებდეს ტკივილი მარცხენა მხარში, ნიკაპში, გულის რევა და ძლიერი ოფლიანობა.

შეიძლება ტკივილი სულაც არ იყოს გულის შეტევის დროს, ადამიანთა უმეტესობას, დაახლოებით 60%–ს ინფარქტი უვითარდება ძილის დროს, ხოლო თუ ტკივილი წარმოიშვა, ის იმდენად ძლიერია რომ ადამიანს აღვიძებს ღრმა ძილიდან. როდესაც ასე ხდება აიღეთ 2 ასპირინის აბი, გახსენით პირის ღრუში და ჩაყლაპეთ წყლის დაყოლებით.

შემდეგ დარეკეთ სასწრაფოში 112, მეზობელთან, ოჯახის წევრთან– უთხარით – ინფარქტი! – უთხარით რომ მიღებული გაქვთ 2 ასპირინი. დაჯექით სავარძელში ან დივანში კარებთან ახლოს და დაელოდე სასწრაფო მანქანას. არასდროს არ დაწვე პირაღმა.

წყარო:http://intermedia.ge


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზმისა და სიცოცხლისათვის წყლის მნიშვნელობაზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე გვესაუბრება.
ის დაავადებების პროფილაქტიკის მარტივი და იაფი საშუალებაა.
დილით დიდი რაოდენობით წყლის მიღებით მკურნალობის მეთოდი მართლაც უნიკალურია: ის კურნავს თავის ტკივილს, ებრძვის გულისა და
უკანასკნელ წელიწადში 3.5 ბილიონ ქილაზე მეტი რედბული გაიყიდა 143 ქვეყანაში.

ამინდი