Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ‘კანონიერი ქურდი’ საბერძნეთში, ცოლ-შვილის თვალწინ ჩაცხრილეს

თარიღი : 3-01-2022, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სა­ბერ­ძნეთ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს, ცოლ-შვი­ლის თვალ­წინ, 41 წლის შოთა თევ­დო­რა­ძე ("„შო­თი­კო“) ჩა­ცხრი­ლეს. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. ბერ­ძნუ­ლი მე­დია მას რუ­სუ­ლი მა­ფი­ის წევ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად კი "ქურ­დუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის" გა­ნა­წი­ლე­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს საბ­რძნე­თის პო­ლი­ცია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძებს.

მოკ­ლუ­ლის ცხე­დარს მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში - ქუ­თა­ის­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

სა­ა­გენ­ტო "პრა­იმ კრა­ი­მის" ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა ათენ­ში, 2 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით მოხ­და. "2 იან­ვარს, ათენ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, ქუ­თა­ი­სე­ლი ქურ­დუ­ლი დი­ას­პო­რის ერთ-ერთი ლი­დე­რი, 41 წლის შოთა თევ­დო­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლთან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. მკვლელ­მა თევ­დო­რა­ძეს სა­კონ­ტრო­ლო ტყვია 5 წლის შვი­ლის თვალ­წინ ეს­რო­ლა", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბა 2 წლის წი­ნან­დელ ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გეგა მო­დე­ბა­ძის ქურ­დულ სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კერ­ძოდ, შოთა თევ­დო­რა­ძეს 63 წლის თბი­ლი­სე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლი ("ვაჟა თბი­ლისს­კი") და­უ­პი­რის­პირ­და.

ორ კრი­მი­ნალს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მა­შინ და­ი­წყო, როცა 2015 წელს, ქუ­თა­ი­სუ­რი კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მათ შო­რის კი თევ­დო­რა­ძემ, ბი­გა­ნიშ­ვი­ლის ე.წ. ნათ­ლუ­ლი გეგა მო­დე­ბა­ძე "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" არ აღი­ა­რეს, მე­ტიც, სას­ტი­კად სცე­მეს, რა­შიც სწო­რედ თევ­დო­რა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის" დათო სე­ბის­კვე­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ "სხოდ­კა­ზე", სა­დაც ნა­ცე­მი გეგა მო­დე­ბა­ძის ამ­ბა­ვი წყდე­ბო­და, ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლი არ და­ე­თან­ხმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და და­ტო­ვა შეკ­რე­ბა. ბი­გა­ნიშ­ვი­ლი და მისი მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ "შო­თი­კო" "არა­ქურ­დუ­ლად" მო­იქ­ცა და მას­თან შე­რი­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ამ კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რად მი­ი­ჩენ­ვა, რამ­დე­ნი­მე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ღირ­სე­ბა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა, მათ შო­რის იყ­ვნენ შოთა თევ­დო­რა­ძე, "კვა­ტია", "ნი­ჟა­რა­ძე", ზაზა ამ­ბრო­ლა­ძე და ლაშა ჯო­ლო­ღუა.

შოთა თევ­დო­რა­ძე 1980 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" 2000 წელს, 20 წლის ასაკ­ში აკურ­თხეს. თევ­დო­რა­ძე პირ­ვე­ლად 2003 წელს ხუ­ლიგ­ნო­ბის გამო და­ა­კა­ვეს, ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლომ 1, 6 წელი მი­უ­სა­ჯა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის კო­ლო­ნი­ა­ში მო­ი­ხა­და. 2005 წელს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან რუ­სეთს შე­ა­ფა­რა თავი, სა­დაც სას­ჯე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ხა­და.


ნანახია: 390-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად

ამინდი