Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიოს ქალაქები, სადაც ახალი წლის ღამეს რეგულაციების დაცვით აღნიშნავენ

თარიღი : 25-12-2021, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ზოგიერთმა ქალაქმა ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო საახალწლო დღესასწაულები და მასობრივი შეკრებები აკრძალა, ზოგიერთი ქალაქი მაინც გეგემავს "ახალი წლის ღამის", რეგულაციების დაცვით ჩატარებას.

ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი მოითხოვს ნიღბებს და სოციალურ დისტანციას Times Square-ის შემცირებულ საახალწლო ზეიმზე. კერძოდ, ნიუ-იორკის მთავრობამ დააწესა 15 000-კაციანი ლიმიტი, ხოლო სხვადასხვა ადგილებზე დამსწრეებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი და ატარონ ნიღაბი. აღსანიშნავია, რომ საახალწლო კონცერტზე ხალხს ღამის 3 საათამდე არ შეუშვებენ. ამის შესახებ მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

ბანგკოკი


ნიუ-იორკის მსგავსად ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკიც გამართავს დღესასწაულებს - უსაფრთხოების წესების დაცვით. ხალხისთვის ნებადართული იქნება მხოლოდ ღია ცის ქვეშ გადაადგილება. დამსწრეებმა უნდა წარადგინონ აცრის ან 72 საათიანი ტესტირების დოკუმენტი და წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ღონისძიებაზე დასასწრებად.

კეიპტაუნი


სამხრეთ აფრიკის ზღვისპირა ქალაქი კეიპტაუნიც ჩაატარებს საახალწლო ღონისძიებას, უსაფრთხოების ნორმების შემოწმებით. მათ შორისაა, ადგილების ადრეული დახურვა და მკაცრი კომენდანტის საათი.

დუბაი

VisitDubai.com-ის ცნობით, ბურჯ ხალიფაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაში, საახალწლო ღონისძიება კვლავ იგეგმება. ემირატი მოსთხოვს ვიზიტორებს, დარეგისტრირდნენ "U by Emaar" აპლიკაციის გამოყენებით, რათა მიიღონ ინდივიდუალური QR კოდები, რომლებიც მათ ღონისძიებაზე წვდომის საშუალებას მისცემს.

ლას ვეგასი


Las Vegas Review Journal-ის ცნობით, ახალი წლის ღამეს იგეგმება ფოიერვერკების გაშვება რვა სასტუმრო-კაზინოდან - რვა წუთის განმავლობაში. ასევე მოეწყობა ლას-ვეგასის ცენტრში ფოიერვერკების შოუ.

სიდნეი

ავსტრალიის უდიდესი ქალაქი წინასაახალწლო გეგმებს აგრძელებს, მაგრამ წელს დასწრებისთვის საზოგადოებას ბილეთებს მოსთხოვს, რომლის შეძენასაც ადამიანები საახალწლო ვებ-საიტის მეშვეობით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სიდნეიში ახალი წლის ღამეს ხალხს ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს არ მოსთხოვენ.

bpn.ge


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საღამოს კულმინაცია გრანდიოზული ფოიერვერკი იქნება.
ახალი წლის ღამეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.

ამინდი