Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნაციონალური მოძრაობა’ ‘ქართულ ოცნებას’ ხელფასების ზრდაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

თარიღი : 25-12-2021, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის მერის ხელფასის ზრდას აპროტესტებს. მათი თქმით, ქუთაისელთა საყოველთაო გაჭირვების, ქალაქში მოუგვარებელი პრობლემების ფონზე, მერის ხელფასის გაორმაგება მიუღებელია.

“იმ ფონზე, როდესაც ქუთაისის ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე ტარიფი 50-დან 70 თეთრამდე გაიზარდა, ქუთაისელთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან და უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, ქუთაისის მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა არის ქუთაისელთა დაცინვა. საერთო ჯამში ქუთაისის მერის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება (სულ ხელფასებში იხარჯება 33 მილიონი ლარი).

ქუთაისის მერიის ვალი დღეის მდგომარეობით შეადგენს 25 მილიონ 377 ათასი ლარს. “ქართული ოცნების” მიერ ხელფასების ზრდაზე უარი ნიშნავს 4 წელიწადში 28 მილიონი ლარის დაზოგვას, რაც ამ ვალების დასაფარად სრულიად საკმარისია.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული თანხა მიმართოს ქუთაისელთა პრობლემების მოგვარებაზე,”-ამბობს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია.

ცნობისთვის, პრემიერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტების მერებს ხელფასები გაეზარდათ.


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.
'ნაციონალური მოძრაობა' ქუთაისში პარკირების გადასახადის განახევრების ინიციატივით გამოდის.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტი ვერ სრულდება, რადგან
შუშანიას თქმით მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.
შუშანიას თქმით მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.

ამინდი