Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანელი მამაკაცი, რომელმაც წინაპრების 100-წლოვანი ოდა აღადგინა

თარიღი : 21-12-2021, 20:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ვანის სოფელ სალხინოში მცხოვრებმა თემურ ხურციძემ წინაპრების უძველესი ოდა აღადგინა და თბილისიდან სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ოჯახის ისტორიას საზოგადოებას ვანის ტურიზმის ცენტრი აცნობს.

„თუ ამ ბოლო დროს ვანში იმოგზაურეთ და სოფელ სალხინოს სტუმრობდით, არ შეიძლება არ შეგემჩნიათ კოხტა იმერული ეზოები, ტრადიციული იმერული ჭიშკრებით და ერთ-ერთ ეზოში გამორჩეულად კოპწია იმერული ოდა. ეს ხურციძეების სტუმართმოყვარე ოჯახია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დიდი ხანია თბილისში ცხოვრობს, ვერ მოწყდნენ თავიანთ ფესვებს და სულ რამდენიმე წელია, რაც აღადგინეს ოჯახური ოდა, რომელსაც 100 წელზე მეტი ისტორია აქვს.
https://i.postimg.cc/13nbf4zn/chishkari.jpg
ბატონ თემურთან სტუმრობა ერთგვარი სიამოვნება. გულუხვი იმერული მასპინძლობით სულ თვალისდახამხამებაში რომ მოზელენ ცომს და იქვე გახურებულ თონეში ხელდახელ გამოგიცხობენ იმერულ ხაჭაპურსა და პურს, შეანთებენ ბუხარს, გააწყობენ კეცებს და ნეშოიანი კეცის მჭადის სურნელი მთელს ეზოში დატრიალდება, შეგიწვავენ ცვრიან მწვადს, მოგართმევენ მრგვალად მოხარშულ დედალსა და ნაინაირებს, სუფრას კი დააგვირგვინებს მათსავე ვაზიდან დაწურული ღვინო, გითამადებენ, ვერც კი გაიგებ ისე გაილევა დრო და შემოგაღამდება ადგილობრივი საინტერესო ისტორიების მოსმენაში. ეზოს გაცდებით თუ არა, დაგეუფლებათ განცდა, რომ ისევ უნდა ესტუმროთ ვანს და მოიაროთ ყველა სოფელი,“-ამბობენ ვანის ტურიზმის ცენტრში.


ნანახია: 866-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.
გამოფენაში მუნიციპალიტეტის 19-მა თემმა მიიღო მონაწილეობა და 7 სახის იმერული ღვინო წარმოადგინა.

ამინდი