Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა – მაქსიმალური პერიოდი 10 წელი იქნება

თარიღი : 9-12-2021, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი “არაჰეჯირებულია” და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადმა. იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობის შემცირებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს შეამციროს ახალი იპოთეკების ის წილი, რომლებიც 10-15 წლამდე ვადით იქნებოდა აღებული.

“ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. 2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა.
არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას.

ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს გაცვლითი კურსის რისკთან ერთად თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით.

უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც.

ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას,” – ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნუგზარ გოგიძე, რომელიც ქუთაისში პარლამენტთან მყოფ დაზარალებულ მოქალაქეებს უკვე შეხვდა, აცხადებს, რომ კერძო საინვესტიციო ფონდიდან
16974 ხელშეკრულებიდან 7056 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 70,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო

ამინდი