Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას გეგმავს და როგორ ხვდება ქუთაისის მერია 2022 წელს?

თარიღი : 6-12-2021, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, ტენდერში გამარჯვებულმა პირმა ან ორგნიზაციამ უნდა უზრუნველყოს მსახიობის მომსახურება, რომელიც განასახიერებს ქართულ თოვლის ბაბუას 2021 წლის 31 დეკემბერს 12:00 სთ-დან - 13:00 სთ-მდე (1 დღე).

ამავე დოკუმენტაციით, თოვლის ბაბუას ჩაცმულობა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებელმა საჭიროა გაითვალისწინოს თოვლის ბაბუას ხურჯინისთვის ტკბილეული (ასაწონი შოკოლადი-5 კგ.; ქარხნულად შეფუთული ორცხობილა (არანაკლებ 180 გრ.-იანი შეფუთვა)-50 ცალი; მანდარინი (ვიზუალურად და შიგთავსით უნაკლო)-5კგ., სტანდარტული ზომის ჩურჩხელა, ნიგვზის და თხილის შიგთავსით 25/25 - 50 ცალი).

მერია ასევე გეგმავს ბერიკების თეატრალურ წარმოდგენას (საახალწლო საკონკურსო პროგრამა ბავშვებისთვის);

გარდა ამისა, იგეგმება საბავშვო წარმოდგენის გამართვა საახალწლო თემატიკაზე, კოსტიუმირებული პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით (10 პერსონაჟი). მომსახურება უნდა განხორციელდეს ღია ცის ქვეშ შემსყიდველის მიერ მითითებულ საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 2021 წლის 31 დეკემბერს 13:00-დან 15:00 სთ-მდე, აუცილებელი მცირე შესვენებების გათვალისწინებით. პერსონაჟები, კოსტიუმები და სცენარი შემსყიდველთან შეთანხმებით. აღნიშნულ მსვლელობას თან უნდა ახლდეს არანაკლებ 30 ბავშვი. წარმოდგენის სცენარი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

საახალწლოდ, 31 დეკემბრს ასევე იგეგმება დრამერების შოუ-მსვლელობა.

მერიის საახალწლო პროგრამა ითვალისწინებს სანტაკლაუსების კოსტუმირებული ველომსვლელობის ორგანიზებას. მსვლელობა 2021 წლის 31 დეკემბერს, 12:00-დან 13:00 სთ-მდე შუალედში მოეწყობა.

საახალწლოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოქალაქეებს ტრადიციულად გოზინაყით გაუმასპინძლდებიან.

31 დეკემბერს, 21:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია გალა-კონცერტი, ხოლო 7 იანვარს 10:00 საათზე ქალაქში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყობა.

დაინტერესებული პირების მხრიდან წინადადებების მიღება 12 დეკემბერს დაიწყება და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 660 ლარს შეადგენს.


ნანახია: 342-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 688 ლარია, დაინტერესებული პირების მხრიდან განცხადებები 14–დან 19 დეკემბრის
ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 59 987 ლარს, ხოლო საახალწლო ნობათის რაოდენობა 2 230 ერთეულს შეადგენ

ამინდი