Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზას რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 30-11-2021, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის კმ1-კმ20 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ამჟამად შემდეგი სამუშაოები ხორციელდება: სუსტი გრუნტების ექსკავაცია, შევსება ქვიშახრეშით და დატკეპნა, ასევე ბეტონის სანიაღვრე მილების მოწყობა, საფუძვლის რეციკლირება და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის დაგება, სისქით 6სმ.

აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14,288,887 მლნ. ლარად ფინანსდება.

სამუშაოებს ქართული კომპანია "New Road" ახორციელებს, ხოლო პროექტის დასრულება 2023 წელსაა დაგეგმილი.


ნანახია: 378-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში დასრულდება.

ამინდი