Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ერთ მილიონამდე ადამიანს აეკრძალება

თარიღი : 29-11-2021, 22:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მოამზადა. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი- ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს და მესამე საკითხი- რეკლამის შეზღუდვა. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნანახია: 117-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირის სიაში შეტანა ხდება სამი წლის ვადით, რის საპასუხოდაც დამსაწრე საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამწლიანი
ონლაინ კაზინოში მოგებული თანხის გატანა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
სათამაშო ბიზნესი, გაფართოების ნაცვლად, უნდა შეიზღუდოს, რადგან მოხმმარებლების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა,
ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო
ამჟამად აზარტული თამაშების ბაზარზე 138 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლითაც ჯამში 2016 წელს საბიუჯეტო გადასახადების სახით გადახდილი

ამინდი