Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მიმაჩნია, რომ თუ რაიმე გულით გინდა, აუცილებლად ახდება, აუცილებლად შევძლებთ ცხოვრების სირთულეების გადალახვას და თამამად ვიტყვით: ჩვენ ეს შევძელით”

თარიღი : 28-11-2021, 20:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

“ახალგაზრდული მედია”-ს მორიგი რესპონდენტი მეგი ვაშაყმაძეა. ორი შვილის დედა მოცეკვავე და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ქორეოგრაფიული კონკურსის გამარჯვებულია. წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მეგი ამჟამად საკუთარ მოსწავლეებს უზიარებს. თუმცა სასურველ მიზნამდე მისასვლელად მეგიმ დაბრკოლებებითა და სირთულეებით სავსე გზა გაიარა.

“როდესაც დედამ პირველად მიმიყვანა ცეკვის გაკვეთილებზე, ის პირველი ნაბიჯები კარგად არ მახსოვს, თუმცა ვერაფრით ვივიწყებდი მას, როდესაც ცეკვაზე უკვე შეყვარებულს მასთან იძულებითი დამშვიდობება მომიხდა.

დრო მიდიოდა და ყველა სხვა საქმესთან ერთად ჩემს გონებაში ცოცხლობდა ცეკვის სიყვარული. მჯეროდა, რომ როდესმე ამ საქმეს აუცილებლად დავუბრუნდებოდი.

როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში და სასწავლებელში ცეკვის ანსამბლის არსებობის შესახებ გავიგე, მივედი, რომ მოყვარულის დონეზე ვყოფილიყავი. ვარჯიშების შედეგად მოვხვდი ანსამბლში, ანსამბლიდან სხვადასხვა ქვეყანაში მოგვიწია ტურნეში წასვლა. მოკლედ ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მომხიბლვლელი და საინტერესო,”-გვიყვება მეგი.
https://i.postimg.cc/3rbRGnhD/E89-F15-F7-A130-4917-9-E09-D554-ADF1-DBE1.jpg
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მეგო უკვე დაოჯახებული იყო. ამბობს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ოჯახი მაქსიმალურად უჭერდა მხარს.

“თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, საჭირო გახდა მატერიალურად ვყოფილიყავი უზრუნველყოფილი, რადგან მყავდა შვილი. გადავედი ანსამბლში, სადაც ხელფასი ირიცხებოდა. ანსამბლში რთული აღმოჩნდა თავის დამკვიდრება, ვიტყვი, რომ გამიჭირდა კიდეც, მაგრამ ამ საქმის მიმართ ჩემმა სიყვარულმა და მოთმინების უსაზღვრო შესაძლებლობამ მომცა ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა-თანდათან მოვახერხე მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე და თან მქონოდა შემოსავალი. ამასთანავე, მივიღე შემოთავაზება მემუშავა რეპეტიტორად ბავშვებთან. ახალი გამოწვევებით ცოტა შეშინებული ვიყავი, მაგრამ ვიფიქრე: თუ მე მიყვარს ჩემი საქმე, აუცილებლად შევაყვარებ ბავშვებსაც და შევძლებ იგივე მონდომებით და შემართებით ისინიც ვაზიარო ქართულ ხელოვნებას-თქო,”-ამბობს მეგი.
https://i.postimg.cc/yNYx95Dc/759-A2-E9-C-2-FE0-4-E49-8-D69-FA580236307-C.jpg
დღეს, როდესაც მის მიერ განვლილ გზაზე ფიქრობს, ბედნიერია, რადგან ჰყავს ოჯახი -მეუღლე, უკვე ორი შვილი, ვცეკვავ ანსამბლში, ვმუშაობ ორ ადგილას ბავშვებთან და მართლა ვფიქრობ: რამდენი დაბრკოლების გადალახვა, ზოგჯერ ცრემლი და ნებისყოფა დამჭირდა ამ ყველაფრისთვის. მიმაჩნია, რომ თუ რაიმე გულით გინდა, აუცილებლად ახდება, აუცილებლად შევძლებთ ცხოვრების სირთულეების გადალახვას და თამამად ვიტყვით: ჩვენ ეს შევძელით. მთავარია ნამდვილად გვინდოდეს და გვიყვარდეს ჩვენი საქმე,”-ამბობს მეგი ვაშაყმაძე.


ნანახია: 264-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი