Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იპოთეკური სესხი გაძვირდა, ხოლო სალომბარდე სესხი გაიაფდა

თარიღი : 28-11-2021, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,9%-დან 15,6%-მდე მოიმატა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება, თუმცა მინიმალური. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,8%-ს, წელს ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 6,1%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე მეტად იპოთეკური სესხები გაძვირდა, დანარჩენი პროდუქტები კი გაიაფდა:

როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (ოქტომბრის სტატისტიკა):

იპოთეკურ სესხები - 12,26% (2020 წლის ოქტომბერი - 10,94%)
ავტოსესი - 21,57% (2020 წლის ოქტომბერი - 25,46%)
ლომბარდული სესხი - 19,19% (2020 წლის ოქტომბერი - 20,21%)
სამომხმარებლო სესხი - 18,57% (2020 წლის ოქტომბერი - 20,32%)
სამომხმარებლო სესხი - უზრუნველყოფილი - 13,29% (2020 წლის ოქტომბერი - 13,48%)
სამომხმარებლო სესხი - არაუზრულველყოფილი - 19,81% (2020 წლის ოქტომბერი - 22,57%)


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
16974 ხელშეკრულებიდან 7056 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 70,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო

ამინდი