Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს თუ ხელშეკრულების დადების მომენტში რა უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოითხოვოს დამსაქმებლისგან,'-ტრენინგი ხარაგაულში

თარიღი : 25-11-2021, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები შრომითი უფლებებისთვის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში- ხარაგაულში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულსა და ჭიათურაში ხორციელდება.

შრომის უფლებების სამართლებრივი ჩარჩო, შრომის კოდექსი, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულების დადება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უსაფრთხოება და შრომის ანაზღაურება, შრომის ინსპექცია - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც „ქალთა ფონდი საქართველოში“ ტრენერმა მარიკა ვაჭარაძემ ისაუბრა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პროექტი ხორციელდება კონკრეტულად იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ცენტრებია. ეს ის ადგილებია, სადაც ის ადამიანები არიან თავმოყროლნი, რომლებიც პოტენციურად უნდა დასაქმდნენ. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ ინფორმაცია შრომითი ურთიერთობების შესახებ, რაც მათ დაიცავს მოსალოდნელი რისკებისგან. ფაქტობრივად, ეს ტრენინგი არის პრევენციული ღონისძიება. ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს თუ ხელშეკრულების დადების მომენტში რა უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოითხოვოს დამსაქმებლისგან, რისი უფლება აქვს და ა.შ. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებმა ხელშეკრულებას ბრმად მოაწერონ ხელი, გააზრებული უნდა ჰქონდეთ ის თუ რა სამსახურში მიდიან და რა უფლება-მოვალეობები აქვთ,"-ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

როგორც მარიკა ვაჭარაძემ აღნიშნა, ტრენინგების მიმდინარეობისას იკვეთება, რომ ადამიანები საჭიროებენ აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმირებას. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელები, ტელევიზიები უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობების შესახებ მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს.


ნანახია: 102-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრენინგის მიმდინარეობისას სპონტანურად დაიგეგმა აქცია სახელწოდებით "მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალთა უფლებებისთვის.
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს ქუთაისი ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქალაქის რამდენიმე საბავშვო ბაღიდან გამგეების

ამინდი