Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა, რადგან ეს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მისი შედგენისას მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საზოგადოების ხმა”

თარიღი : 24-11-2021, 18:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის მრჩეველთა საბჭო ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიიღეს 2022 წლის მთავარ პრიორიტეტებზე.

მერის პირველმა მოადგილემ, საბიუჯეტო დარგის კურატორმა - ვარლამ ჭიპაშვილმა მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სახაზინო - საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსთან, ნინო მაღლაკელიძესთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვრცლად გააცნო 2022 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და საბჭოს წევრებისგან მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა.

,,მერის დავალებით, ბიუჯეტის პროექტი გავაცანით მერის მრჩეველთა საბჭოს. 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან გამოითქვა გარკვეული გონივრული მოსაზრებები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა, რადგან ეს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მისი შედგენისას მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საზოგადოების ხმა. სწორედაც საზოგადოებას წარმოადგენენ საბჭოს წევრები, რომლებიც თავიანთ სფეროში კომპეტენტური ადამიანები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერთან და მერიასთან. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისათვის,”-ამბობს მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 128-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სხდომაზე სულხან მახათაძემ საბჭოს წევრებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული და სამომავლოდ განსახორციელებები პროქტების
საბჭო მერის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოა და მის შექმნას ადგილობრივ ხელისუფლებას კანონი ავალდებულებს.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო

ამინდი