Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილი: 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური და კულტურის სფეროები იქნება

თარიღი : 24-11-2021, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, მომავალი წლის ბიუჯეტში 22-მილიონიანი ზრდა არის გათვალისწინებული.

“დღეს ქალაქის საკრებულოს მიერ მოეწყო ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ეს არის ბიუჯეტის პირველი, სამუშაო ვერსია, რომელიც მოამზადა ქუთაისის მერიამ. მომავალი წლის ბიუჯეტში გვაქვს 22 მილიონიანი ზრდა.

2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად ისევ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, კულტურა. გვაქვს ახალი პროგრამებიც. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მრავლისმომცველი. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩვენი თანაქალაქელების აქტიური ჩართულობა, რომ მათი მოთხოვნები და საჭიროებები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ცნობით, ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესი გაგრძელდება.


ნანახია: 164-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს.
ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებასთან შეხვედრები 2 კვირის მანძილზე

ამინდი