Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შრომის ინსპექციამ 15-მდე ორგანიზაციას გაფრთხილება მისცა-რა დარღვევები აღმოაჩინეს კომპანიების განცხადებებში

თარიღი : 24-11-2021, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა, რომლებიც ეხებოდა როგორც დაინტერესებული პირის მომართვის, ასევე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე ვაკანსიის შესახებ განცხადებებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე, სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების მოკვლევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ინსპექციის მიერ განხორციელდა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ერთეული ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), რომლის ფარგლებშიც დადგინდა რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით.

“მაგალითად ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:

გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება ,,სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის“ წარმომადგენლის კანდიდატურა.

სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე - მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით.

ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.

გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე და ა.შ,”-აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

მათივე თქმით, 15-მდე ორგანიზაციას დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.

ცნობისთვის, დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის (რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა) მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.


ნანახია: 118-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს ქუთაისი ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქალაქის რამდენიმე საბავშვო ბაღიდან გამგეების
მოქალაქეები იქამდე, ვიდრე ექიმთან ვიზიტს გადაწყვეტენ, კითხულობენ: კარგი ექიმია? როგორი მომსახურებაა სამედიცინო დაწესებულებაში?

ამინდი