Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყაზბეგში, მწვერვალზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ერთ-ერთი მეწილე ემსხვერპლა

თარიღი : 23-11-2021, 23:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მწვერვალ “დედაენაზე” მომხდარ უბედურ შემთხვევას ბიზნესმენ ილია კოკაიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. 

ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი.

ცნობისთვის, მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს მცხეთა - მთიანეთში, სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან მოხვდებით.

მანძილი საკმაოდ მოკლეა და ზაფხულში შესაძლებელია ერთ დღეში ასვლა-ჩამოსვლა.
საწყის წერტილამდე მისვლა შესაძლებელია როგორც საკუთარი მანქანით, ისე თბილისი - ყაზბეგის სამარშრუტო ტაქსით.


ნანახია: 247-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლამდე მაღაროელი.

ამინდი