Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინფიცირებულ პატარას, რომელიც აკვანის გარეშე დაძინებას ვერ ახერხებდა, აკვანი კლინიკაში მიუტანეს

თარიღი : 22-11-2021, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გალის მკვიდრი, კოვიდდადებითი ემილი შაკაია გადის. ემილი 6 თვის არის.

“როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას მხოლოდ აკვანში ახერხებდა, სხვა შემთხვევაში, მისი დაძინების ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. შესაბამისად, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა,”-ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კლინიკის კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილება 0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს და მათ შესაბამის მკურნალობას უწევს.


ნანახია: 492-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი