Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, სოფლის ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგი ჩატარდა

თარიღი : 22-11-2021, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
“სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურებების თავისებურებები სოფლად,“ –ასეთი სახელწოდების ტრენინგი შესთავაზა დაინტერესებულ პირებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ.

შეხვედრა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა.

ტრენინგის თემებს წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები წარმოადგენდა.

“ხარაგაული აგროტურიზმის მიმართულებით განვითარების ეტაპზეა. აქ არის ძალიან კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ სწორი მიმართულების შემთხვევაში შეიქმნას უნიკალური პროდუქტი, რაც საინტერესო იქნება ტურისტისთვის.

ვფიქრობ, ეს ტრენინგი ხელს შეუწყობს აგროტურიზმის სხვადასხვა მეურნეობების განვითარებას. მონაწილეებს შეუძლიათ ისწავლონ თავიანთი პროდუქციის მართვა, კერძოდ: როგორ შექმნან აგროტურისტული ობიექტი ან თუ აქვთ, როგორ განავითარონ. ტრენინგის მისია არის ის, რომ მონაწილეებს მიეწოდოთ ინფორმაცია დაფინანსებებისა და გრანტების შესახებ, პროდუქტის დივერსიფიცირების შესახებ, რა დახმარებებს სთავაზობს სახელმწიფო მათ ამისათვის, რა წინაპირობებია საჭირო და როგორ გაუკეთონ პოპულარიზაცია თავიანთ პროდუქტს,”-ამბობს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანა აროშიძე.

ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი.

ტრენინგებზე დასწრება ასევე შეეძლოთ სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ნოემბერსა და დეკემბერში ტრენინგების სასწავლო კურსი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ სრულიად უსასყიდლოდ, რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდება საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში:

ბოლნისი, თეთრიწყარო, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ხონი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი.


ნანახია: 101-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრენინგი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

ამინდი