Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წარმატების 15 გაკვეთილი მსოფლიო დონის ბრილიანტის დილერისგან

თარიღი : 5-11-2021, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა 6 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის ტარება თქვენს რაიმე სახის დაცვის გარეშე? თუ საქალაქთაშორისო და ქვეყნებს შორის მოგზაურობის დროს ბრილიანტები გადაგაქვთ, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო.

აქამდე დაფიქსირებულა ბრილიანტით ვაჭრობის ეპიკური გაკვეთილები, რომლებმაც სამყაროზე შეხედულება შეცვალეს. რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ?

მედია კომუნიკაციების ექსპერტი, ბრენდის პარტნიორობის აღმასრულებელი სატელევიზიო პროდიუსერი და The Chi Group-ის დამფუძნებელი, რამდენიმე შთამბეჭდავი ჯილდოს მფლობელი კონი ჩი წარმოდგენთ წარმატების 15 გაკვეთილს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბრილიანტის დილერისგან. რა ისწავლა მან?

1. მოლაპარაკება ყველაფერზე არის შესაძლებელი

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება შეთანხმებადი იყოს. არ არსებობს არა. ყველა ბრილიანტის დილერი ე.წ. ს “ვაჭრობის მანქანაა“. თუ ოდესმე მოახერხებთ რომელიმე მათგანის მოხსენების მოსმენას, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩებით.

2. ყველაფერი იყიდება (თუ მიწაზე არ არის მიკრული, გაყიდე)


ფულის გამომუშავების გზა ყოველთვის არსებობს, თუ საკმარისად კრეატიული ხარ. “როდესაც ინდუსტრიაში ვიყავი, პირველად გავეცანი ოქროს ნაჭრების გაყიდვის კონცეფციას. ასეთივე წარმატებით იყიდება ბრწყინვალე იდეა, რომელიც იქამდე არასდროს მომსვლია თავში, მაგრამ ის შესანიშნავად ასახავს რაიმეს კონცეფციას“ - წერს კონი ჩი.

3. თქვით სიმართლე

გათავისუფლება ყველანაირი სიყალბისგან მშვენიერია. ზუსტად უნდა იცოდეთ ნებისმიერ სიტუაციაში, სად და ვისთან ერთად ხართ. სკანდალური თუ განსაცვიფრებელი - ყველაფერი შენთვისაა შექმნილი. თავაზიანობა შესანიშნავი ხრიკია.

4. შენი სიტყვა - შენი კავშირია

ბევრი ადამიანი იტყვის რაღაცას მხოლოდ იმიტომ, რომ ამის თქმა იმ მომენტისთვის სწორია. მაგრამ ბრილიანტის რაიონში, სადაც გაყიდვა ხელის ჩამორთმევით ხდება, შენი სიტყვაა დაპირება. ეს ძალიან ჰგავს რაღაც დაუწერელ კონტრაქტს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

5. პატივი ეცით კონკურენციას


გამონათქვამი “მიირთვი ის, რასაც ნადირობ" ყველა გამყიდველისთვის ნაცნობია. ბრილიანტის დილერებმა იციან, რომ თუ ისინი არ მიდიან ამ არიგებაზე, ამას სხვა გააკეთებს. ასე რომ, იმუშავეთ თქვენს კონკურენტებთან შედარებით უფრო მოქნილად, თუ გსურთ, რომ მოგვიანებით უპირატესობებით ისარგებლოთ.

6. ნუ გეშინია

როცა იცი რისკების შესახებ, მაგრამ მაინც იღებ გადაწყვეტილებას, ყველაფერი უნდა გააკეთო წარმატებისთვის. არ მისცეთ შიშს ხელის შეშლის უფლება. საბოლოო ჯამში, თუ წარმატებას მიაღწევთ, იმ გარიგებაში, რაზეც თქვენი ცხოვრება იყო დამოკიდებული, შედეგი საოცარი იქნება.

7. ოპტიმალური ფოკუსი

როდესაც ხართ მაღალი ტემპის, რისკის ინდუსტრიაში, უნდა გაამახვილოთ ყურადღება ყველაფერზე. ამ დროს სერიოზული შეცდომების ადგილი არ არის, რადგან თითოეული შეცდომა შეიძლება ათასობით, თუ არა მილიონობით დოლარი დაჯდეს. უნდა მისცეთ თქვენს თავს გონებრივად დასვენების უფლება, რადგან ამ დროს ყველანაირი რისკის დაზღვევას უფრო სწორად შეძლებთ.

8. ნავთობს მოჭრიალე ბორბალი გამოიმუშავებს


ჩემი ერთ-ერთი ძველი ავტორიტეტი სულ ასე ამბობდა: „ნავთობს მოჭრიალე ბორბალი გამოიმუშავებს“, ასეა რეალობაშიც. არ გაჩუმდეთ! როდესაც ხმას არ იღებთ, ვერავინ გაიგებს, თუ რა გსურთ იმ მომენტში და გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი ფიგურა იქნებით. ამიტომ იყავით გაბედული და იკითხეთ რაც გჭირდებათ.

9. ეს არის რიცხვებით თამაში


ვაჭრობის სფერო რიცხვებით თამაშია. იქნება ეს მოლაპარაკება, გაყიდვები თუ ფოკუსირება, დაეუფლეთ ამ გამეორებას.

10. სამუდამო მყიდველები

ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც სურს შეიძინოს ის, რასაც ყიდით. იმასაც კი, რაზეც ფიქრობთ, რომ სასაცილოა, სწორი მიწოდების შემთხვევაში ვინმე სიამოვნებით იყიდის თქვენგან, რადგან მათ ეს სჭირდებათ.

11. დაეუფლეთ თქვენს ხელობას

დაეუფლეთ იმას, რაშიც თავს კარგად გრძნობთ. როცა ამას კარგად აკეთებ, ხალხი გეძებს, იქნება ეს ბიზნესში თუ ცხოვრებაში. ოსტატობისკენ მიმავალი გზა არის ციცაბო, რომელზეც ბევრს არ სურს მუშაობა. მაგრამ თუ ასე გააკეთებთ, კარები გაიხსნება და შესაძლებლობები მუდმივად შემოვა თქვენს ცხოვრებაში.

12. არ არის აუცილებელი იყო გმირი


იცოდე რა არის შენი შესაძლებლობები ცხოვრებაში. თქვენ არ გჭირდებათ იფიქროთ ყველას გადარჩენაზე. ყოველთვის შეგიძლიათ ითხოვოთ დახმარება კომპეტენტური ადამიანისგან.

13. რას ფიქრობენ შენზე სხვები

ბრილიანტის დილერებს ძალიან სქელი კანი აქვთ. წყენის ადგილი ამ სფეროში არ არის. საბოლოო ჯამში, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები შენზე, რადგან მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა.

14. ყველას აქვს სირთულეები

თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ვინმეს რეალურ ისტორიას, ბრძოლას, ტკივილს და უბედურებას, სანამ მათ ნამდვილად არ გაიცნობთ. ასევეა თქვენს შემთხვევაშიც. კრიზისული პერიოდები ბუნებრივად არსებობს, ამან თქვენს სამუშაო განწყობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს, რადგან ბრილიანტით ვაჭრობის სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა და ტენდენციებს არ უნდა ჩამორჩეთ.

15. მოხიბვლის ხელოვნება

ალმასებით მოვაჭრეები არიან ყველაზე მომხიბვლელი ადამიანები. მართლაც, მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ ესკიმოსს ყინული მიჰყიდონ. მომხიბვლელობა არის ის, რაც გამოგადგებათ და მოგცეთ დამატებით სტიმულს, რომ ვინმე თქვენი მიმართულებით წაიყვანოთ. ეს ნამდვილად არის უნარი, რომლის სწავლაც შეიძლება.

(წყარო - wealthygorilla.com)


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
მიზნის მისაღწევად სულაც არ არის საჭირო ერთი უზარმაზარი და ექსტრავაგანტული ნაბიჯის გადადგმა, პატარ-პატარა და ბევრი, სრულიად
გთავაზობთ რობერტ შემინის მიერ წარმოდგენილ 8 წესს, რომელიც ყოველმა მომავალმა მილიონერმა უთუოდ უნდა დაარღვიოს იმისათვის, რომ თავის
ყოველკვირეულ ჰოროსკოპს ამიერიდან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Topnews.com.ge-ზე.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას. ვარცხნილობა, მაკიაჟი, ტანსაცმელი - ყველაფერი ეს სრულ წესრიგში უნდა იყოს.

ამინდი