Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხაზარაძე: მთელი ქუთაისი იტალიაშია წასული

თარიღი : 4-11-2021, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებს პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა.

მისი თქმით, მას არ უნდა შეშინებული საქართველო.

“ივანიშვილმა შექმნა შიში და ეს შიში უნდა დავამარცხოთ. ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. საქართველოს უდგას მძიმე დღეები. ვინც სახელმწიფოს არ მოემსახურება, კანონის მთელი სისასტიკით დაისჯება. როგორ შეიძლება ქუთაისმა ხმა მისცეს “ოცნებას”, როცა მთელი ქუთაისი იტალიაშია წასული და სულ ვფიქრობ, ამ სიკეთედაბერტყილ ქვაყანაში რა გაგვიჭირდა. თქვენ იცით, რომ ჩვენი ფრაქცია პარლამენტში ბოიკოტშია, მე დავტოვე პარლამენტი და ვაპირებ ასე ვიარო თქვენთან ერთად.

ტოტალური სახელმწიფო დასრულდა წალენჯიხაში, სისტემას ბზარი აქვს. მინდა მივმართო ემიგრანტებს: დაიძარით საქართველოში, რომ ეს ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე,”-განაცხადა ხაზარაძემ.

აქციის მონაწილეები მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარდა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა მოთხოვნას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში აქციის გამართვამდე, ისინი ყველა დიდ ქალაქში შეიკრიბებიან და მანამ არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნების შესრულება არ მოხდება.


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს.

ამინდი