ქუთაისის საოლქო კომისიამ ქალაქის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვალა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში არსებული 124-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვალა.
პირველადი მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს მხარი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48, 36%-მა (32703 ამომრჩეველი), ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,64%-მა (34925 ამომრჩეველი) დაუჭირა.
საოლქო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურზე სულ 69 871 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45, 45%-ს შეადგენს.