Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ჩემი ზესტაფონის სამსახურში,’-გიორგი გოგლიჩიძის ანგარიში და მადლობა ზესტაფონელებს

თარიღი : 26-10-2021, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ მერის რანგში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ბოლო სამუშაო შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის, ერთად დაძლეული გამოწვევებისთვის და სამადლობელი სიგელები გადასცა.

“ჩემო ძვირფასო ზესტაფონლებო!

ორი წელზე მეტია თქვენთან ერთად ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.

ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გასული წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა დიდი ძალისხმევითა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, არ შეჩერებულა არც ერთი პროქტი.

მუნიციპალიტეტში დაიგო 150 კმ-ზე მეტი ასფალტ-ბეტონის გზა;

აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები;

დასრულდა ჩვენი ქალაქის ცენტრალური გზისა და კვალითის დასახლების გზის რეაბილიტაცია, სადაც სრულად განახლდა როგორც მიწის ქვედა, ასევე მიწის ზედა კომუნიკაციები;

იწყება ჩხეიძის ქუჩის, თვრინი- ალავერდი, წითელმიწისა და მწყერიციხის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია, საიდანაც ჩვენი მუნიციპალიტეტი დაუკავშირდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს;

სრულად განახლდა ქალაქის ტერიტორიაზე ღამის განათება;

დაიწყო 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. ზესტაფონს პირველად ექნება 24 სთ-იანი წყალმომარაგება;

2019 წლის 1 -ლი ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმების სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამა დაინერგა. ზესტაფონიერთ - ერთი პირველი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბოს დაავადების ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის დროულად დაწყებას და გადარჩენის მარალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას;

პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 2500-ზე მეტმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ოჯახმა, მერიისაგან მიიღო სოციალური დახმარება. ასევე, გაიზარდა არა ერთი პროგრამის დაფინანსება, მაგალითად, უსახლკაროთა პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 100-1200 ლარს არ აღემატებოდა, გავხადეთ 500 000 ლარი. სოციალური სამსახურის ბიუჯეტი მთლიანობაში გავხადეთ 2 250 000 ლარი. ასევე, ადგილობრივი დაზუსტებული ბიუჯეტი არის 32 500 000 ლარი, რაც თითქმის ორჯელ აღემატება გასული წლების ბიუჯეტს, ასევე კვლავ გაზრდილი პარამეტრებით გვაქვს შედგენილი 2022 წლის ბიუჯეტი.

2022 ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია, ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული, პროექტი ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ახლად არჩეული საკრებულო დაამტკიცებს.

ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად მოზიდულმა თანხებმა 120 000 000 ლარს გადააჭარბა, როგორც საგანმანათლებლო ინფრასტუქტურის მოწყობის, გაზიფიფიცირების, წყალმომარაგების, რეკრიაციული ზონების, ქალაქის ცენტრალური ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია, საგზაო თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებებით,
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ დიდი გაკეთებული საქმეებისა რაც მუნიციპალიტეტში გაკეთდა და გაკეთდება.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ჩემი ზესტაფონის სამხურში, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა.

ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის უმნიშვნელოვანესი არის და იქნება კეთილსინდისიერება, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ სითბოსა და კეთილგანწყობას, თქვენი თანადგომა მაძლევდა ენერგიას ყველა იმ გამოწვევისათვის მეპასუხა სათანადოთ, რომლის წინაშეც ჩვენი მუნიციპალიტეტი იმყოფებოდა, რისთვისაც გიხდით მადლობას.

გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ: ჩემს გვერდით იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები, მათი დახმარებით არა ერთი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, მადლობა მათ ღირსეულად გვერდით დგომისათვის!

მე როგორც რიგითი ზესტაფონელი, ყოველთვის ვიქნები ჩემი ხალხისა და ქალაქის სამსახურში,”-აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.


ნანახია: 172-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი