Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება

თარიღი : 26-10-2021, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და მგზავრობას 4 სთ-ის ნაცვლად 2.5 სთ-ი დასჭირდება.

“დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი. 2022 წელს ასევე, 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ მონაკვეთებზეც.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე - 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.

აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი.
შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა.

პროექტი ბარდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.

მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.


ნანახია: 157-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი