Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონში, პარკში დაგებული ძვირადღირებული მინდორი ძროხებმა დააზიანეს

თარიღი : 22-10-2021, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ახლადდაგებული მწვანე საფარი მსხვილფეხა რქოსანმა საქონელმა დააზიანა.

როგორც ონის მერიაში აცხადებენ, დილით პარკში მისულ ზედამხედველს მწვანე საფარი (მინდორი) პირუტყვის მიერ დაზიანებული დახვდა.

“1 კვ.მ აღნიშნული მწვანე საფარის მოწყობა, საჭირო კომუნიკაციებით, შეადგენს 65 ლარს.

ქალაქში უმეთვალყურეოდ გაშვებული პირუტყვი კი აზიანებს მწვანე ნარგავებს და აბინძურებს გარემოს. გარდა ამისა, იკვებება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.
https://i.postimg.cc/4xJXjxxJ/001-C65-FC-3-AD4-4-D6-D-A7-D3-F85-B850-CF958.jpg
ონის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს, რომ ქუჩებსა და სკვერებში პირუტყვის უკონტროლოდ გაშვების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები.

მოვუწოდებთ ქალაქ ონის მოსახლეობას ქალაქის იერსახეზე ზრუნვისკენ და საქალაქო გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში დახმარებისკენ,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ "სპეციალურ
"სპეციალური სერვისები" ქუთაისში, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსდან პირუტყვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ამინდი