Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილი - ფასადების საკითხი მოსაწესრიგებელია და რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება

თარიღი : 22-10-2021, 00:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ფასადების რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება, რადგან მოსაწესრიგებელია და ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის იერსახეზე.

"ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ მრავალბინიანი სახლების სართულებსა და აივნებზე თვითნებური ცვლილებები დიდ სირთულეს წარმოადგენს.

"ჩვენ დავიწყეთ ფასადების რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე მდებარე ორ ბინასა და ავტომშენებლის ქუჩაზე ოთხ ბინაზე, ეს არის პირველი ეტაპი, ასევე იგეგმება ახალგაზრდობის გამზირზე, 101 ნომრის ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ფასადების რეაბილიტაციის პროექტს გავაგრძელებთ იმიტომ, რომ მოსაწესრიგებელია და ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის იერსახეზე, თუმცა დიდ სირთულეს წარმოადგენს ის თვითნებური ცვლილებები, რომელიც განხორციელებულია მრავალბინიანი სახლების სართულებსა და აივნებზე, რაც ართულებს გარკვეული პროექტების განხორციელებას და ამის არაერთი მაგალითი გვქონია.

ასევე, ფალიაშვილის #35-ში თითქმის დასასრულს უახლოვდება ქალაქის ცენტრში მდებარე ბინის რეაბილიტაცია, ბევრი სამუშაო ჩატარდა და განახლდა როგორც ფასადი, ასევე აივნები და სულ მოკლე ხანში გამორჩეული ფასადი ექნება ამ ბინას", - განაცხადა ხახალეიშვილმა.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი