Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა-იმერეთის 6 სოფელში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება

თარიღი : 20-10-2021, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
20-21-22 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონის 6 სოფელში (კორბოული, არგვეთი, დიდი ჯიხაიში, მაღლაკი, ქვიტირი, მათხოჯი) ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

საინფორმაციო კამპანიას საქართველოს გაეროს ასოციაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს.

საინფორმაციო კამპანის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ხუთი რეგიონის - კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და ომერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან.
შეხვედრას გაუძღვებიან სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.


ნანახია: 297-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრების ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და ექპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კიდევ
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. აჭარისა და სამეგრელოს მოსახლეობის შემდეგ სახალხო

ამინდი