Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას უპირებს თეა წულუკიანი შაორის ახალგაზრდულ ბანაკს?

თარიღი : 18-10-2021, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია. მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო ბანაკის მდგომარეობას.

მინისტრის თქმით, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს ბანაკის რეაბილიტაცია და სამუშაოები უნდა შესრულდეს ისეთ ვადებში, რომ მომავალი წლის ზაფხულში ბანაკში უკვე შესაძლებელი იყოს ახალგაზრდების გამგზავრება. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შაორის ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისათვის მთაში - სტეფანწმინდასა (ჯუთა) და სვანეთში (აილამა) ალპინისტური ბანაკები უნდა აღდგეს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

“შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას თეა წულუკიანმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდული ბანაკების აღდგენა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ბანაკები, დასვენებისა და გართობის გარდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ადგილი იქნება და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ფუნქციას შეასრულებს,”-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“ მიმდინარე წლის 6 -დან 11 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება.
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“, -ასე ჰქვია ბანაკს, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეა და ის 18 წლიდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეხებათ.
ბაკურიანის ბანაკი 100 -მდე ახალგაზრდისთვისაა გათვლილი.
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუმრობდა.

ამინდი