Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შექმენი შენი თავის გაუმჯობესებული ვერსია, განვითარდი და იყავი ღირსეული,’-ორი შვილის დედა, რომელიც სწავლას, ბავშვებზე ზრუნვას და მუშაობას ერთმანეთს წარმატებით უთავსებს

თარიღი : 25-09-2021, 20:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

25 წლის რუსა სინაურიძე 5 წლის ემილიას და 3 წლის საბას დედა არის. ოჯახი 19 წლის ასაკში შექმნა, თუმცა დაოჯახებას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ დედისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობის წარმატებული სტუდენტის სტატუსი ერთმანეთისთვის ასევე წარმატებით შეეთავსებინა.

“ მყავს 2 შვილი. მე და ემილიამ ფაქტიურად სწავლა ერთად დავიწყეთ. ემილია 1 წლის იყო, როცა ისევ გავედი უნივერსიტეტში და 1 წლიანი აკადემიური დავხურე. რეალურად იმ 6 თვის განმავლობაში გავიაზრე ყველაფერი-ვინ მინდოდა ვყოფილიყავი, რა მინდოდა მეკეთებინა, სადამდე მინდოდა მისულიყო ჩემი შესაძლებლობები და მაშინ დავისახე მიზნად, რომ ცხოვრებიდან არ უნდა მიმეღო ის, რასაც მომცემდნენ. ჩემით, დამოუკიდებლად და დამსახურებულად უნდა მიმეღწია მიზნისთვის. როცა უნივერსიტეტში გავედი, მეორე ბავშვზე ორსულად აღმოვჩნდი და ზუსტად მაშინ გადავწყვიტე დარწმუნებით, რომ აღარ ჩავჯდებოდი სახლში, აღარ ავიღებდი აკადემიურს და ორსულობა არ იქნებოდა იმის მიზეზი, რომ თავი ამერიდებინა ყველაფრისთვის. ორსულობის ბოლო კვირამდე აქტიურად დავდიოდი ლექციებზე და სასწავლებლის ყველა აქტივობაში ვიყავი ჩართული.
https://i.postimg.cc/Gt9wWqNr/315916-ED-3-D29-4835-97-DB-1-BA81979-BD72.jpg
სამშობიაროდან რომ გამომწერეს, მეგობარმა მომწერა როგორ ხართო და მე ფოტო გავუგზავნე- როგორ ვაჭმევდი ბავშს და პარალელურად ვკითხულობდი. არ მინდა თავის ქება გამომივიდეს. უბრალოდ ამ წლების მანძილზე ვისწავლე 24 საათის ისე გადანაწილება, რომ თუნდაც 2 საქმე ერთად მეკეთებინა და მოხდა ისე, რომ სწავლა, კითხვა, წერა ნებისმიერი ეს საქმიანობა იქცა ჩემთვის განტვირთვად. როცა მეცადინეობით ასე ვთქვათ ვიღლებოდი, ბავშვებთან თამაშს ვაგრძელებდი და ამგვარად გონებას ვასვენებდი, ავივსებოდი პოზიტივით და ისევ ვუბრუნდებოდი სწავლას.

ერთი ლექტორი მყავდა, რომელმახ ასეთი რამ მითხრა: წარმატებულად ჩათვალე თავი მაშინ, როცა ოჯახშიც და პროფესიაშიც ყველაფერი იდეალურად გაქვსო. ზუსტად ესაა ჩემი მიზანი. როცა დავასრულე უნივერსიტეტი, შემხვდა ეს ლექტორი და გავახსენე მისი სიტყვები, გაეღიმა, ჩამეხუტა და მითხრა: მთავარი გაკვეთილი გისწავლიაო,”-ამბობს რუსა სინაურიძე.
https://i.postimg.cc/Y99s0jxz/80-CECC1-D-61-CF-4144-BC27-432-CE4-A22-D46.jpg
რუსა გვიყვება, რომ ბევრი რთული დღე და ღამე ჰქონია, ბევრჯერ გადაბმულადაც უთენებია ღამეები.

“ხან უბრალოდ ბავშვს არ ეძინებოდა, ხან იმდენად გვიან დამისრულებია სწავლა, რომ აზრი არ ჰქონდა დაძინებას, ხანაც დღის რძის მარაგი უნდა დამეტოვებინა ჩემი შვილისთვის. უმეტესობა დედამ იცის რა არის ლაქტაცია და თავიდან რა ენერგიას მოითხოვს. საოცარი გრძნობა იყო დილის 7-8 საათზე სახლიდან გასული დღის 4 საათზე რომ მოვიდოდი სახლში და ბავშვს ვაჭმევდი. ყველაზე დიდი შვება და სიამოვნება იყო ერთდროულად და ამით მართლა ძალიან ვამაყობ. 1 წელი ექსკლუზიურად ბუნებრივზე იყო ბავშვი ყველა სირთულის და წვალების მიუხედავად,”-ამბობს რუსა.
https://i.postimg.cc/zDh9gHrx/6-F5-F2734-8-C27-4-A83-8793-D59590-D7-CF9-D.jpg
რუსას თქმით, სირთულეების დაძლევაში მის მიზანდასახულობასა და მტკიცე ხასიათთან ერთად, დიდი დახმარება ოჯახმაც გაუწია.

“რა თქმა უნდა, ყველაფერში დიდი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის, რისთვისაც ალბათ მადლობის თქმა არასოდეს არ იქნება საკმარისი. ჩემი ოჯახი არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, არასოდეს არ მაძლევენ უფლებას დავნებდე და არასოდეს არ მაძლევენ უფლებას, რაღაც არ გავაკეთო. ყოველთვის მეუბნებიან, რომ მათ თუ გამოუვიდათ, მეც გამომივა. არაფერია რთული იმაში, რომ იყო წარმატებული. ისე გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპებზე და ისე მიკვირს ჩემი თავის, ხანდახან ვერც ვიაზრებ რა მოხდა, რა უცებ გაიარა დრომ. ახლახანს ავიღე ბაკალავრის დიპლომი, ვემზადები როგორც მაგისტრატურისთვის, ასევე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვისაც. ძალიან მინდა დოქტორის დიპლომიც ავიღო, რასაც აუცილებლად გავაკეთებ. ვსწავლობ სხვადასხვა უცხო ენას, პარალელურად ვმუშაობ რამდენიმე კომპანიაში და რა თქმა უნდა, სრულიად ჩართული ვარ ბავშების ცხოვრებაში,”-ამბობს რუსა სინაურიძე.

მიღებული გამოცდილების საფუძველზე, რუსა უკვე სხვებს მიმართავს და რჩევას აძლევს:

“შენ, ვისაც ახლა გგონია რომ დედამიწაზე ხარ 1 უბრალო ადამიანი, რომლის მიზანია იჯდე და უყურო სხვას, შენი 1 ცხოვრება ვინმეს მიუძღვნა-ძალიან ცდები! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეგიძლია განვითარდე, არ აიღო დაუმსახურებელი ცოტა და მოიპოვე დამსახურებული ბევრი. შექმენი შენი თავის გაუმჯობესებული ვერსია, განვითარდი და იყავი ღირსეული ჯერ შენი თავისთვის და შემდეგ სხვებისთვის. დაისახე მიზანი და იარე შენი მიზნისკენ. დაუდექი დაბრკოლებებს იმ სიტყვებით: რომ შენ შეგიძლია, არ დანებდე და არ გაექცე სირთულეებს, ისწავლე მათთან გამკლავება. წარმატებები ყველა იმ საქმეში, რასაც დაისახავ”.


ნანახია: 485-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი