Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: რთული ნოემბერი იქნება და შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს

თარიღი : 17-10-2021, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მასწავლებელთა და მშობელთა 80% სრულად აიცრება, სასწავლო პროცესის სკოლებში ჩატარებას საფრთხე აღარ დაემუქრება.

„სკოლებში საკმაოდ კარგად იცავენ რეკომენდაციებს, რაც სამინისტროების მიერ არის დაწესებული. სასურველია და სულ მოწოდებაა საჭირო, რომ მეტი მასწავლებელი აიცრას. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა კორპუსი სხვა პროფესიულ ჯგუფებთან შედარებით, უფრო მაღალი მოცვით არის აცრილი, ეს საკმარისი არ არის. სასურველია, რომ მასწავლებლებში 80%-ან მოცვაზე მივიდეთ ისევე, როგორც ბავშვების მშობლებში. თუ ეს ორი რეკომენდაცია შესრულდება, აიცრება მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სკოლის მოსწავლეთა მშობლების 80%, მაშინ სასწავლო პროცესს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო დაწესების საკითხს, მისი განმარტებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნება და ის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ისევ შეზღუდვების დაწესებაა მოსალოდნელი.

„დღეს მთავარი იარაღი არის აცრა. სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.


ნანახია: 515-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი