Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ძველი ობიექტის ნგრევის დროს მუშა გარდაიცვალა

თარიღი : 16-10-2021, 20:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედურ შემთხვევას დასაქმებული ემსხვერპლა.

პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს იმ დროს მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა.

“სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაქსიმალურად ეცდება დადგინდეს მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი რეაგირება,”-აცხადებენ პროფკავშირებში.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელექტრო საამქროს ელ-მონტიორი 50 წლის მამუკა ნებიერიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა, რის
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 100-მდე დასაქმებულმა პროფკავშირების
სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის, ტყიბულის შახტებისა და
როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოს პროფკავშირებში განუცხადეს, ორშაბათიდან ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული 1
ზესტაფონის ფერაოშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებმა მაღაროელთა სოლიდარობის გარდა, საკუთარი პრობლემებიც გააჟღერეს.

ამინდი